ტექნოპარკების დეპარტამენტის სტაჟიორი (პროექტების მართვის მიმართულებით)
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ტექნოპარკების დეპარტამენტის სტაჟიორი (პროექტების მართვის მიმართულებით)
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა.
კატეგორია:
პროექტების მართვა
განცხადების ბოლო ვადა:
06.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- თბილისის ტექნოპარკის პროექტების და აქტივობების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესების ხელშეწყობა;
- პროექტებში ჩართულ მხარეებთან და ტრენინგ პროვაიდერებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში მონაწილეობა;
- ტექნოპარკში განსახორციელებელი პროექტების მონაწილეებთან კომუნიკაცია;
- ტექნოპარკში დანადგარებისა და სერვისების მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- პროექტების შესახებ ანგარიშების წარმოებაში ჩართულობა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, 0114, ინოვაციების ქ. №7
საკონტაქტო ტელეფონები:
558947408; 0322004482
საკონტაქტო პირი:
ელენე პაპუაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- იცის სახელმწიფო ენა;
- სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების / ბიზნესის ადმინისტრირების / საჯარო მმართველობის / პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, შესაძლოა დაუდგინდეს სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.
ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.
კანდიდატმა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში სავალდებულოა ატვირთოს:
- ინფორმაცია განათლების შესახებ; აუცილებელია, კანდიდატმა vacancy.hr.gov.ge-ის განათლების ველში მიუთითოს: საგანმანათლებლო დაწესებულება და ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა უნივერსიტეტიდან ან/და დიპლომი);
- სამოტივაციო წერილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში სტაჟირების გავლა.
შერჩეულმა კანდიდატმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომელიც არ ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- ცნობა რომ არ არის პირი, რომელიც სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
