ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი
- მისამართი
- სათაო ოფისი https://maps.app.goo.gl/qEkkY2zsFmmWHK5i7
- ბენეფიტები
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი პოზიციაზე თბილისში.
- სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი maps.app.goo.gl — ბმულის გახსნა
- განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტებზე სათვალთვალო, სიგნალიზაციის სისტემების გამართვა და მონიტორინგი;
- კომპანიის ობიექტებზე დაშვებების სისტემების გამართვა და მონიტორინგი;
- ფილიალების გასაღებების, სეიფების გამართვა, გადაბარების პროცესების მართვა;
- სახანრძრო სისტემეის გამართვა და მონიტორინგი;
- საგანგაშო და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის პეოცესის ორგანიზება და უზრუნველყოფა;
- დაცვის სისტემების გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დროული აღმოფხვრდა;
- პარტნიორი კომპანიების, ტექნიკური აღჭურვილობის შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
- თანამშრომლების ინსტრუქტაჟი;
- სათაო ოფისის გაღება-დაკეტვის უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში);
- ხელძღვანელის სხვა დავალებების/მითითებების შესრულება;
- პერიოდული ანგარიშგება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დაცვის ტექნიკური საკითხების სრულყოფილად ცოდნა;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება მინ. 3 წელი (B კატეგორია) აუცილებელია;
- პასუხისმგებლობა;
- დაკვირვებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"მიკრობანკი კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ: მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს. კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

