GT Motorsტექნიკური ტრენერი
- მისამართი
- თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ - 09:00- 17:00 ან 10:00-18:00
სრული აღწერა
კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების, Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/MINI-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ტრენერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00- 17:00 ან 10:00-18:00
ტექნიკური ტრენერი პასუხისმგებელია კომპანიის მასშტაბით ტექნიკური ტრენინგის პროგრამების შემუშავებაზე და ჩატარებაზე. პოზიცია მოიცავს ტრენინგების ჩატარებას როგორც ტექნიკურ პერსონალისთვის, ისე კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ პროდუქტის ტექნიკური ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური ტრენინგების ჩატარება სერვისის, მ.შ. სამღებრო-სათუნუქე უბნის, ტექნიკოსებისთვის და სახელოსნოს სხვა პერსონალისთვის.
- ტექნიკური ცნობიერებისა და პროდუქტის ტრენინგების ჩატარება კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის (მაგ., სერვისის მრჩევლებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, ქოლ-ცენტრის პერსონალისთვის, ა.შ.).
- ტექნიკური პერსონალის მოზადება საკვალიფიკაციო გამოცდებისა და მწარმოებლის/ბრენდის სერტიფიცირებისთვის.
- ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერთან და ტექნიკური ტრენინგების მენეჯერთან ერთად წლიური ტექნიკური ტრენინგის კალენდარის დაგეგმვა და მართვა.
- ტრენინგის პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
- ახალი ტექნიკური პერსონალის ინტეგრაციის (Onboarding) მხარდაჭერა პირველადი (Induction) ტრენინგის მეშვეობით.
- იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ტრენინგი შეესაბამებოდეს მწარმოებლის სტანდარტებს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
სავალდებულო კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- განათლება ელექტრო- ან მექანიკური ინჟინერიის დარგში.
- ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი.
- ინგლისური ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერით, ისე ზეპირად).
- ავტომობილების ტექნიკური სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.
- თანამშრომელთა ტექნიკური კვალიფიკაციის გამოცდებისა და სერტიფიცირების პროცესებისთვის მომზადების გამოცდილება.
- პრეზენტაციის, ფასილიტაციისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
- საოფისე/საპრეზენტაციო სტანდარტული პროგრამების ფლობა
სასურველი კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- მწარმოებლის/ბრენდის მიერ მინიჭებული ტექნიკური ტრენერის სერტიფიცირება/აკრედიტაცია.
- ტრენერის სერტიფიკატი ან აკრედიტაცია (მაგ., ზრდასრულთა ტრენინგის/ტრენერთა ტრენინგის აღიარებული კვალიფიკაცია).
- ავტორიზებულ ავტოდილერთა ქსელში ან იმპორტიორთან მუშაობის გამოცდილება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ
ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები
- ინგლისური,ქართული
- ენები
- ინგლისური, ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
