ტექნიკური სუპერვაიზერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. ბათუმი, რუსთაველის #20
სრული აღწერა
"Hampton by Hilton Batumi Center" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
ტექნიკური სუპერვაიზერი პასუხისმგებელია ობიექტის ყველა საინჟინრო სისტემის უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური რისკების მართვაზე, კომუნალური რესურსების, პერსონალის, კონტრაქტორების, ბიუჯეტისა და ციფრული ტექნიკური სისტემების ეფექტიან მართვაზე. პოზიცია ეფუძნება თანამედროვე Facility Management-ისა და Property Management-ის პრაქტიკას და მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკური სამუშაოების კოორდინაციას, არამედ ობიექტის სრული ტექნიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
ძირითადი მოვალეობები:
- შენობის ყველა საინჟინრო სისტემის (ელექტროობა, სანტექნიკა, გათბობა-კონდიცირება/HVAC, ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება, ლიფტები, დაბალი დენის სისტემები) ექსპლუატაციის ორგანიზება და კოორდინაცია;
- ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობისა და სხვა კომუნალური რესურსების მოხმარების აღრიცხვა;
- ტექნიკური გუნდის სამუშაოების დაგეგმვა და მოვალეობების განაწილება;
- ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ტექნიკური ანგარიშების მომზადება;
- ადმინისტრაციული დოკუმენტაციის ზუსტი და სისტემატური წარმოება, მათ შორის ტექნიკური მომსახურების ჟურნალების, ინვენტარიზაციის მონაცემების, შემოწმების ანგარიშებისა და აუდიტისა და შესაბამისობის მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და განახლება;
- შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
- LightStay პლატფორმის გამოყენება გარემოსდაცვითი მაჩვენებლების მონიტორინგისა და ანალიზისთვის, ასევე Hilton-ის მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში არსებული ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს საოპერაციო საჭიროებების გათვალისწინებით, მონაწილეობა დამატებითი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასტუმროს გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური/საინჟინრო უმაღლესი განათლება (ელექტროობა, სანტექნიკა, მექანიკა, მშენებლობა ან მონათესავე მიმართულება);
- საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, HVAC/VRF, სანტექნიკა, სახანძრო უსაფრთხოება, BMS) ღრმა ტექნიკური ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა ან მუშაობის გამოცდილება;
- საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციაში მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და ლიდერული უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის #20;
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე);
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
- ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
- 50%-იანი ფასდაკლება Hampton by Hilton Batumi Center-ში;
- დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში — 10%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: careertourinvestgroup.bitrix24.site — ბმულის გახსნა
2429d1f5b0189a1ce93afc4afa5c096ec5d8a1528e9bb02371d84fee23b careertourinvestgroup.bitrix24.site — ბმულის გახსნა
2429d1f5b0189a1ce93afc4afa5c096ec5d8a1528e9bb02371d84fee23b
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

