ტექნიკური სპეციალისტი/მემონტაჟე
სრული აღწერა
"HR LINE" ერთ-ერთი კომპანიისთვის, თბილისში, ეძებს ტექნიკურ სპეციალისტს (მემონტაჟე)
პროექტის შესახებ
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში, დაახლოებით 100-მდე რეზერვუარზე თანამედროვე საზომი სენსორების მონტაჟს.
პროექტის ფარგლებში ტექნიკური სპეციალისტები ჩაერთვებიან სენსორებისა და შესაბამისი მოწყობილობების მონტაჟის, გამართვისა და ტესტირების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
- რეზერვუარებზე სენსორებისა და შესაბამისი მოწყობილობების მონტაჟში მონაწილეობა;
- სამონტაჟო სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
- მოწყობილობების მონტაჟის და გამართვის პროცესში მონაწილეობა;
- სენსორების მუშაობის შემოწმება და ტესტირება;
- დამონტაჟებული მოწყობილობების გამართულობის კონტროლი;
- ტექნიკური ხარვეზების გამოვლენა და მათი შესახებ პროექტის ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ტექნიკური პროექტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება ან შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება;
- ელექტრონიკის, ელექტროობის, მექანიკის ან ავტომატიკის საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკურ მოწყობილობებთან და ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური ნახაზებისა და ინსტრუქციების წაკითხვისა და გააზრების უნარი;
- ტექნიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების სწრაფად ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება:
- სენსორებთან და საზომ მოწყობილობებთან მუშაობაში;
- ელექტრომონტაჟში;
- ინდუსტრიულ ავტომატიკაში;
- საწარმოო ან ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობაში.
სამუშაო პირობები
- პროექტის ხანგრძლივობა პირველ ეტაპზე: 6-8 თვე;
- სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად, სამონტაჟო გრაფიკის შესაბამისად;
- რეგიონში მუდმივად გადასვლა საჭირო არ არის — ადგილზე ყოფნა გათვალისწინებულია სამონტაჟო სამუშაოების პერიოდში;
- კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ყველა სამივლინებო ხარჯს;
- პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება მუდმივი ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბება და გრძელვადიანი თანამშრომლობა.
თანამშრომლობის ფორმა და ანაზღაურება
განიხილება თანამშრომლობის ორი ალტერნატიული ფორმა:
- მუდმივი დასაქმება - შრომითი ხელშეკრულება და ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება.
- პროექტზე დაფუძნებული თანამშრომლობა, თითოეული დასრულებული მონტაჟისთვის განსაზღვრული ანაზღაურებით.
თანამშრომლობის ფორმა და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება კანდიდატის სურვილისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV: info@hrline.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ავტომატურად ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და შერჩევის შემთხვევაში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას შემდგომი განხილვის მიზნით.


