ტექნიკური სპეციალისტი
სრული აღწერა
"m²" უკვე 19 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე m2.ge — ბმულის გახსნა გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდი "m²"-ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საცხოვრებელ კომპლექსებსა და ოფისებში შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესრულება (სანტექნიკური დაზიანებების შეკეთება, სხვადასხვა მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება);
- ტექნიკური ჯგუფის მხარდაჭერა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
- მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური სპეციალისტი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

