კომპანია
ადმინისტრაციატექნიკური სპეციალისტი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
სრული აღწერა
კომპანია ეძებს ტექნიკურ სპეციალისტს დროებითი პროექტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს საგადახდო ტერმინალების ობიექტებზე მიტანას, მონტაჟსა და გამართულად დაკავშირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- საგადახდო ტერმინალის მითითებულ ობიექტზე მიტანა;
- ტერმინალის ადგილზე მონტაჟი და დაკავშირება;
- ინტერნეტისა და ქსელური კავშირის შემოწმება;
- ტერმინალის გამართული მუშაობის ტესტირება;
- საჭიროების შემთხვევაში, Palms-ის ტექნიკურ/Backend გუნდთან დაკავშირება და მათი მითითებების შესაბამისად საჭირო სამუშაოების შესრულება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
- ინტერნეტისა და ქსელური კავშირების საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური ინსტრუქციების სწორად შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- დამოუკიდებლად და გუნდთან კოორდინაციით მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- პროექტის საწყისი ხანგრძლივობა: 2 კვირა;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თანამშრომლობის დამატებითი პერიოდით გაგრძელება;
- სამუშაო დრო: სამუშაო საათებში;
- ანაზღაურება: 500 ლარი კვირაში — ჯამში 1, 000 ლარი ორი კვირისთვის;
- სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ობიექტზე ადგილზე ვიზიტს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და საკონტაქტო ინფორმაცია: infra@multipaysystems.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
