ტექნიკური სპეციალისტი
- ქალაქი
- ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მთავარი მოთხოვნა
- პროფესიული/საშუალო განათლება
სრული აღწერა
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- შენობა-ნაგებობების, სარკინიგზო ჩიხის მიმდებარე ტერიტორიისა და ინჟინრული სისტემების ყოველდღიური ინსპექტირება და მრიცხველების აღრიცხვა;
- მცირე ელექტრო, სანტექნიკური და შენობის მცირე სარემონტო ხარვეზების აღმოფხვრა;
- სასაწყობე სტელაჟების (თაროების), დამცავი ბარიერებისა და ჭიშკრების/როლეტების მექანიკური დაზიანებების შეკეთება და უსაფრთხოების კონტროლი;
- ტექნიკის გეგმიური პროფილაქტიკა, შემოსულ განაცხადებზე ოპერატიული რეაგირება და ავარიულ სიტუაციებში პირველადი რეაგირება/ლოკალიზება;
- რთულ ტექნიკურ/სერტიფიცირებად სამუშაოებზე გარე კონტრაქტორების მუშაობის მეთვალყურეობა და ასისტენტირება;
- კუთვნილი ინსტრუმენტების მოვლა-შენახვა, სარემონტო მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის განაცხადების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია პროფესიული/საშუალო განათლება;
- აუცილებელია 2-3 წლიანი გამოცდილება შენობის ტექნიკოსის, ელექტრიკოსის, სანტექნიკოსის, სამეურნეო ნაწილის სპეციალისტის ან ოსტატის პოზიციაზე;
- აუცილებელია ელექტრიკოსის სერთიფიკატი;
- სასაწყობე, ინდუსტრიულ, საწარმოო ან მსხვილ კომერციულ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ოპერატიული აღმოფხვრის უნარი;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 2-დან 3 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

