ტექნიკური მომსახურების მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- შეთანხმებით
სრული აღწერა
Domino`s Pizza საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოპერირებს. საქართველოში კომპანია 2015 წლიდან არის წარმოდგენილი, აერთიანებს ცხრა ფილიალს და აქტიურად აგრძელებს განვითარებასა და გაფართოებას.
ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაო საერთაშორისო ბრენდის გუნდში, გამოავლინო შენი ტექნიკური შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
შემოუერთდი Domino`s Pizza-ს გუნდს და გახდი ჩვენი ქსელის გამართული მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი!
პოზიცია: ტექნიკური მომსახურების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
შენი მთავარი მისია:
უზრუნველყო Domino`s Pizza-ს ფილიალების ტექნიკური გამართულობა, დროულად აღმოაჩინო და მოაგვარო წარმოქმნილი პრობლემები და იზრუნო სამუშაო გარემოს უსაფრთხო და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.
რას გააკეთებ ჩვენთან?
- მართავ და მოაგვარებ ქსელში შემავალ ობიექტებში წარმოქმნილ ტექნიკურ საკითხებს;
- ადგილზე შეამოწმებ ტექნიკურ გაუმართაობებს, დაადგენ მიზეზებს და უზრუნველყოფ მათ დროულ აღმოფხვრას;
- თავად შეასრულებ მცირე სარემონტო სამუშაოებს, მათ შორის კარების, საკეტების, ავეჯის, თაროების, განათებისა და სხვა ელემენტების შეკეთებას;
- შეამოწმებ სამზარეულოს დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობას და იზრუნებ მათ პროფილაქტიკურ მომსახურებაზე;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლებ ელექტროობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ვენტილაციის სისტემების გამართულობას;
- ოპერატიულად მოახდენ რეაგირებას გადაუდებელ ტექნიკურ პრობლემებზე, მათ შორის წყლის გაჟონვაზე, ელექტრომომარაგების შეფერხებასა და დანადგარების გაჩერებაზე;
- იმუშავებ ფილიალების ადმინისტრატორების მიერ დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების დროულად მოსაგვარებლად;
- დაგეგმავ და შეასრულებ ტექნიკურ შემოწმებებსა და პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
- განსაზღვრავ საჭირო მასალებსა და სათადარიგო ნაწილებს და ითანამშრომლებ შესყიდვების სამსახურთან;
- საჭიროების შემთხვევაში, მოახდენ სპეციალიზებული მომსახურების მომწოდებლების ჩართვის კოორდინაციას და გააკონტროლებ შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
- მონაწილეობას მიიღებ ახალი ფილიალების მოწყობისა და არსებული ობიექტების ტექნიკური განახლების პროცესში;
- აღრიცხავ შესრულებულ სამუშაოებსა და გამოვლენილ ტექნიკურ პრობლემებს.
რას ველოდებით შენგან?
- მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;
- პრაქტიკულ ტექნიკურ უნარებსა და ხელმარჯვეობას;
- ხელისა და ელექტროინსტრუმენტების უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნას;
- ელექტროობისა და სანტექნიკური სისტემების მუშაობის საბაზისო ცოდნას;
- ქართულ ენის სრულყოფილად ცოდნას;
- ფილიალებს შორის გადაადგილებასა და მუშაობას მზაობას.
რა ჩაითვლება უპირატესობად?
- ტექნიკური ან შესაბამისი პროფესიული განათლება;
- კომერციული სამზარეულოს დანადგარებსა და აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილება; ∙ B კატეგორიის მართვის მოწმობა.
რა უნარები დაგეხმარება წარმატებაში?
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდთან და მომსახურების მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და ორგანიზებულად მოქმედების უნარი.
რატომ Domino`s Pizza?
ჩვენთან გექნება შესაძლებლობა, იმუშაო მზარდი საერთაშორისო ბრენდის გუნდში, მიიღო მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და შენი პროფესიული ცოდნა რეალურ, ყოველდღიურ გამოწვევებში გამოიყენო. შენი საქმიანობა მნიშვნელოვანი იქნება როგორც თითოეული ობიექტის, ისე მთელი ქსელის შეუფერხებელი მუშაობისთვის.
როგორ შემოგვიერთდე?
თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება, გიყვარს ტექნიკური პრობლემების მოგვარება და გინდა შენი ცოდნა დინამიკურ სამუშაო გარემოში გამოიყენო, გამოგვიგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@dominosteam.ge და წერილის თემის ველში (Subject) მიუთითე: "ტექნიკური მომსახურების მენეჯერი".
გელოდებით Domino`s Pizza-ს გუნდში!
პერსონალური მონაცემების დამუშავება:
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ეთანხმება მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების კომპანია "დომინო`ს პიცას" მიერ დამუშავებასა და შენახვას ერთი წლის განმავლობაში, რათა კომპანიამ განიხილოს კანდიდატურა სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაუკავშირდეს კანდიდატს.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობისთვის მოგვწერეთ იმავე ელფოსტის მისამართზე: hr@dominosteam.ge
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
