ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე
- ანაზღაურება
- 1 501–2 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ყვარელი.ყვარლის ტბის მიმდებარედ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკურ სამსახურში, ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს, საწყობებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის ტექნიკური აღჭურვილობის გამართულ ფუნქციონირებას და ტექნიკური პერსონალის მართვას.
სამუშაო ადგილი: ყვარელი.ყვარლის ტბის მიმდებარედ
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00, კვირაში 1 დღე დასვენება
ხელფასი: კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად
(2000 ლარიდან)
ფუნქცია მოვალეობები:
- საწარმოო დანადგარებისა და ინფრასტრუქტურის გეგმიური ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების კონტროლი;
- ავარიულ გაუმართაობებზე სწრაფი რეაგირება;
- სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მასალების მინიმალური მარაგის განსაზღვრა, შესყიდვის მოთხოვნების მომზადება;
- ტექნიკური პერსონალის სამუშაოს განაწილება, ცვლების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
- ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა და ტექნიკური სამუშაოების შემდეგ დანადგარის ჰიგიენურ მდგომარეობაში წარმოებისთვის გადაცემის კონტროლი;
- გარე მომსახურე კომპანიებთან და კონტრაქტორებთან კოორდინაცია, შესრულებული სამუშაოების მიღება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის არქივისა და ანგარიშგების წარმოება, ტექნიკური პერსონალის ტაბელის წარდგენა HR სამსახურში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მექანიკის, ელექტროინჟინერიის ან სხვა საინჟინრო მიმართულებით;
- არანაკლებ 2 წლის გამოცდილება საწარმოში ტექნიკურ პოზიციაზე;
- გეგმიური გამაფრთხილებელი ტექნიკური მომსახურების (PPM) ორგანიზების პრინციპების ცოდნა;
- GMP-ისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
- ტექნიკური ნახაზებისა და სქემების კითხვის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის დონეზე;
უნარები:
- ტექნიკური აზროვნება
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
- ლიდერობა და პერსონალის მართვის უნარი
- კომუნიკაბელურობა
მაძიებელს მიოვაწოდოთ დამსაქმებლის საკონტაქტო:
მარიამ ეჯიბია
პროფესია: საწარმოო დანადგარების ტექნიკოსი
სამუშაო ადგილი: ყვარელი
ვაკანსიების რაოდენობა: 2
ხელფასი: გამოცდილების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (საბაზისოდ)
უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კეთილსინდისიერება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ხელფასი: კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად ხელფასი: გამოცდილების მიხედვით
