ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 300 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
შპს ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME – Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერის თანამდებობაზე.
ვალდებულებები:
- კლიენტებთან პროექტების კოორდინირება: ტექნიკური გუნდისთვის და კლიენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის, ინვოისების და აქტების შექმნა, გადაგზავნა, კომუნიკაცია და თვალდევნა, ასევე ავარიული აქტების და სხვა საბუთების დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
- სერვისის პროცესების კოორდინირება, თვალდევნა და მართვა.
- ავარიული გამოძახების მართვა ( თანამშრომლის გაგზავნა შესაბამის ობიექტზე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით).
- საჭიროსამებრ პროექტებზე არსებული ლიფტების თუ ესკალატორების სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და გამოწერა.
- კომუნიკაცია სერთაშორისო პარტნიორებთან მეილის და სატელეფონო საშუალებით.
- ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, შემოქმედებითი აზროვნება.
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების შესრულების უნარი.
- მოლაპარაკებების და საქმიანი მიმოწერის უნარი.
- კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა, რუსული და ინგლისური ენა საკომუნიკაციო დონეზე.
- უმაღლესი განათლება სავალდებულოა - ბაკალავრის დიპლომი, სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და საინჟინრო მიმართულებით.
ვადები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარაკევი 9:00-დან 18:00 საათამდე.
- ხელფასი: 2300 ლარი
კანდიდატებს გთხოვთ ელ. ფოსტაზე: office@bme.ge წარმოადგინოთ CV, ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერის თანამდებობაზე" დასახელებით სათაურში არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2300
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
