ტექნიკური ჯგუფის უფროსი
- ანაზღაურება
- 2 980 ₾ / თვე
- მისამართი
- ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №126
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები · სრული
- გამოცდილება
- 3 წელი
სრული აღწერა
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გურიის რეგიონული ფილიალის ლანჩხუთის სერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №126
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება : 2 980 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის ფუნქცია-მოვალეობების სწორი გადანაწილება;
- შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი;
- სერვისცენტრის მასშტაბით წყალარინებისა და წყალსადენების სისტემების კონტროლი;
- წყლის ხარისხის უზრუნველყოფა;
- მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების და პროექტების მონიტორინგი;
- სამუშაო პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების მიწოდება ზემდგომისთვის;
- დაუგეგმავი სამუშაოების შესრულების მიზნით, ოპერატიული გადაწყვეტილების ხარისხიანი და დროული შესრულების უზრუნველყოფა;
- სისტემის ოპერირების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება და წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
- შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ან პროფესიული განათლება, მიმართულება/სპეციალობა: ტექნიკური.
- სამუშაო გამოცდილება: (ან/და) მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint, Microsoft Office Outlook ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- სამუშაოთა დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ადამიანებთან ურთიერთობისა და საქმიან ურთიერთობათა ეთიკის ნორმების ფლობა;
- მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
პროფესია: ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის ინჟინერი
სამუშაო ადგილი: ჟორდანიას ქ. №126
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 2980 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 3 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება : 2 980 ლარი (GROSS) ხელფასი: 2980 ₾ / თვე

