ტექნიკური განყოფილების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ტექნიკური განყოფილების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია - აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ. მასში არის ოთხი განყოფილება - ადმინისტრაცია, სამშენებლო, ტექნიკური და კარტოგრაფიისა და გეოინფორმაციულ სისტემათა განყოფილებები.
კატეგორია:
ტექნიკური სამუშაოები
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) მომეტებული საფრთხისა და საფრთხის შემცველი ობიექტებისა და დანადგარ-მოწყობილობების მონტაჟის, დემონტაჟისა და ექსპლუატაციისას ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების, მასალებისა და ნაკეთობების ტექნიკური დიაგნოსტირების ჩატარება კონტროლის არამრღვევი მეთოდებით;
ბ) მომეტებული საფრთხისა და საფრთხის შემცველი ობიექტებისა და დანადგარ-მოწყობილობების ტექნიკური; დიაგნოსტირების ჩატარება უსაფრთხოების ტექნიკის წესებისა და ნორმების მოთხოვნების სრული დაცვით;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზირებული მობილური აპარატებისა და მოწყობილობების მეშვეობით ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მომეტებული საფრთხისა და საფრთხის შემცველი ობიექტებზე დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით;
დ) ლაბორატორიული კვლევის პერიოდში უფლება აქვს მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებსა და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება სხვადასხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების ხარისხის ლაბორტორიული კონტროლის საკითხებს;
ვ) პასუხისმგებელია ლაბორატორიის საქმიანობის სწორად და უსაფრთხო წარმართვაზე, ასევე ლაბორატორიის ქონების, მათ შორის, აპარატურის გამოყენებაზე.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.ბათუმი ლერმონტოვის 90ბ.
საკონტაქტო ტელეფონები:
577 66 29 27.
საკონტაქტო პირი:
ირმა ურუშაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ინჟინერიის ან/და მშენებლობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
სასურველია ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის მიმართულებით განათლება.
სასურველია ტექნიკური დიაგნოსტირების სფეროში არანაკლებ II დონის კვალიფიკაციის დამადასტურებელი, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი/მოწმობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 დღის ვადაში, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული განათლების დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) ;
- ინჟინერიის ან/და მშენებლობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული, დოკუმენტი - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა ან შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (დოკუმენტ(ებ)ის უცხოურ ენაზე არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
- შეავსოს სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, საკონკურსო კომისია იტოვებს უფლებამოსილებას, საჭიროების შემთვევაში უფლებამოსილი ორგანოსგან/კანდიდატისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ასევე კანდიდატის მიერ სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
