ტექნიკური დეპარტამენტის საოპერაციო მენეჯერი
სრული აღწერა
თუ გაქვს საოპერაციო მიმართულებით გამოცდილება, და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის ”ბლუ უოთერსი’’ს გუნდში შენ გეძებთ ტექნიკური დეპარტამენტის საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters bluewaters.ge — ბმულის გახსნა
ვალდებულებები:
● ტექნიკურ დეპარტამენტში ყველა მიმდინარე ბიზნეს-პროცესის იდენტიფიცირება ანალიზი და დეტალური გაწერა(სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნა (SOP)) და აღსრულება
● გუნდის წევრებისთვის გაწერილი პროცესების სწავლება/ონბორდინგი და იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული თანამშრომელი ასრულებდეს სამუშაოს შესაბამისი სტანდარტით
● პროცესების ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი, bottlenecks აღმოჩენა და მათი ოპტიმიზაცია.
● ყოველთვიური, კვარტლური და წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავება გუნდისთვის
● შეხვედრების ორგანიზება, დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი
● დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, მომხმარებლებთან კომუნიკაციის მონიტორინგი
● საოპერაციო საქმიანობისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა
● გუნდის მიერ გეგმის შესრულების დინამიკის ჩვენება და გადაცდომების შემთხვევაში Action Plan-ის გაწერა.
● სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და გუნდებთან კოლაბორაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
● სამუშაო გამოცდილება: 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მენეჯმენტის, პროცესების მართვის მიმართულებით
● ბიზნეს პროცესების გაწერის, აღწერის და SOP ების შექმნის გამოცდილება
● ძლიერი ლიდერული თვისებები, დისციპლინირებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სტილი
● ქართული თავისუფლად; სასურველია ინგლისური/რუსული.
● Excel/Google Sheets, CRM პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
● ანალიტიკური უნარები
ძირითადი კომპეტენციები
● კლიენტზე ორიენტაცია, ემპათია
● კრიტიკული აზროვნება, ნუშების დანახვა
● დისციპლინა და ეთიკა/კონფიდენციალურობა
თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:
● ანაზღაურება: ფიქსირებული და KPI-ით განსაზღვრული დანამატი
● ჯანმრთელობის დაზღვევას
● კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
● კარიერული ზრდის შესაძლებლობას
● შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემებს
● სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
● ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბლუ უოთერსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური დეპარტამენტის საოპერაციო მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

