ტექნიკურ მენეჯერი
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, სრული განაკვეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00–19:00, ერთსაათიანი შესვენებით
სრული აღწერა
BCT Motors ახალგაზრდა და მზარდი კომპანიაა, რომელიც საავტომობილო და სამრეწველო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. ჩვენ ნიდერლანდური ბრენდის Eurol-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ვართ საქართველოში. ახალი მიმართულებების გასავითარებლად გუნდს ვაფართოებთ და ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს.
სამუშაო ადგილი — თბილისი, სრული განაკვეთი
გრაფიკი — ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00, ერთსაათიანი შესვენებით
ანაზღაურება — 4 000 ლარი და შედეგზე დამოკიდებული ბონუსი
ძირითადი მოვალეობები
- საცხებ-საპოხი მასალების შერჩევა ტექნიკის მწარმოებლის მოთხოვნებისა და ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით
- კორპორატიულ კლიენტებთან ვიზიტები თბილისსა და რეგიონებში და მათთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
- ზეთის ლაბორატორიული ანალიზის ორგანიზება და შედეგების განხილვა შესაბამის სპეციალისტებთან ერთად
- კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის ტექნიკური პრეზენტაციებისა და ტრენინგების ჩატარება
- გაყიდვების გუნდთან ერთად შეთავაზებების ტექნიკური ნაწილის მომზადება და პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ტექნიკური განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საავტომობილო ან სამრეწველო ტექნიკის ექსპლუატაციის ან მომსახურების გამოცდილება
- ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების გასაგებად ახსნის უნარი
- ქართული ენის გამართული ცოდნა და ინგლისურ ან რუსულ ენაზე პროფესიული კომუნიკაციის უნარი
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და რეგიონებში ვიზიტებისთვის მზადყოფნა
რეზიუმე ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოგვიგზავნეთ 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელფოსტის მისამართზე b.chubinidze@gmail.com. წერილის თემაში მიუთითეთ „ტექნიკური მენეჯერი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 4000
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



