ენსო ჯგუფიტექნიკოსის დამხმარე
- მისამართი
- თბილისი, ავჭალა, ლიბანის 22-ის მიმდებარედ
სრული აღწერა
03-10-2026 - 03-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
კამკამა | Enso Group
კომპანია „ენსო ჯგუფი“ მუშაობს წყლის ფილტრაციისა და სატუმბი სისტემების მიმართულებით და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს.
კომპანიის ერთ-რთი გამორჩეული პროექტია წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემების ინტერნეტ-მაღაზია kamkama.ge.
„ენსო ჯგუფში“ მუშაობა გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განავითაროთ პროფესიული უნარები.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: ensogroup.ge
ენსო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას წყლის ფილტრების მონტაჟის ტექნიკოსის პოზიციაზე.
გვესაჭიროება ორგანიზებული და სწავლის სურვილის მქონე თანამშრომელი, რომელიც ტრეინინგის გავლის შემდეგ შეასრულებს ფილტრების სამონტაჟო და საგარანტიო მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
- წყლის ფილტრების მონტაჟი მომხმარებლის ობიექტზე;
- ფილტრების და კარტრიჯების შეცვლა;
- მარტივი ტექნიკური მომსახურება;
- ფილტრების შეკეთება, ნაწილების გამოცვლა.
სავალდებულო მოთხოვნები
- ხელის და ელექტრო ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
- ტექნიკური აზროვნება და პრაქტიკული უნარები;
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- მომხმარებელთან კორექტული კომუნიკაცია;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომობილი (საწვავი და მანქანის ცვეთა ანაზღაურდება)
წყლის ფილტრებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის — სამუშაოს სპეციფიკას და მონტაჟის წესებს გასწავლით კომპანიაში.
სამუშაო პირობები
- საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი 300 ლარიდან;
- სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, შაბათი 3 საათამდე, კვირა - დასვენება;
- დასვენება ყველა ოფიციალური დღესასწაულზე;
- სამუშაო რეჟიმი: სერვის-ცანტრი, ობიექტებზე გასვლა;
- მისამართი: თბილისი, ავჭალა, ლიბანის 22-ის მიმდებარედ
სოციალური პაკეტი
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- სადილით უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობის შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში;
- კორპორატიული ნომერი;
- პარკინგი.
რას გთავაზობთ
- სამუშაო ადგილზე პრაქტიკულ სწავლებას;
- ტექნიკური ცოდნისა და კვალიფიკაციის ეტაპობრივ ამაღლებას;
- სხვადასხვა ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიული განვითარების და მომავალში უფრო რთულ ტექნიკურ სამუშაოებზე გადასვლის შესაძლებლობას.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ენსო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას წყლის ფილტრების ტექნიკოსის დამხმარეს პოზიციაზე ქ. თბილისში, სერვის-ცენტრი — ავჭალა, ლიბანის 22, სათავო ოფისი — დიღომი, ე. ბოცვაძის 4.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
ვაკანსია შეიძლება საინტერესო იყოს კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ან სურთ პროფესიული განვითარება შემდეგი მიმართულებებით: კერძო ხელოსანი, ოსტატი, დამხმარე, სანტექნიკის ან წყლის ტუმბოების სპეციალისტი.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- საწყისი 1200 ლარი + ბონუსი 300 ლარიდან;
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
