ტექნიკოსი- მომმარაგებელი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 - 18:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)
- მთავარი მოთხოვნა
- ქონდეს მართვის მოწმობა
სრული აღწერა
სასტუმრო "ბათესტა" (Hotel Batesta), რომელიც მდებარეობს გ.კარტოზიას N14-ში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსი-მომმარაგებლის პოზიციაზე.
ფუნქცია - მოვალეობები:
- ზედამხედველობა გაუწიოს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და
სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობას.
- წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში აღმოფხვრას პრობლემა
კომპეტენციის ფარგლებში. (სანტექნიკა, ელექტროობა, ნათურების და საკეტების
შეცვლა/შეკეთება, დაზიანებული ინვენტარის პირველადი აღდგენა, Wi-Fi კონტროლი)
- გეგმურ და გადაუდებელ რემონტის დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი;
- მატერიალურ-ტექნიკური საწყობის კონტროლი;
- სასტუმროსთვის საჭირო მასალებით მომარაგება - (ყიდვა, დასაწყობება, გაცემა) -
მიღებული მასალებზე ინფორმაციის მენეჯერისთვის გადაცემა
პროფესიული მოთხოვნები და უნარ- ჩვევები:
- სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკურ მოწყობილობებთან/ხელსაწყოებთან/ინსტრუმენტებთან მუშაობის
გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- აუცილებელია ქონდეს მართვის მოწმობა
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hotelbatesta@mail.ru გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მნე"დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599644770.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
