ტექნიკოსი ინფრასტრუქტურის მიმართულებით
- ქალაქი
- თელავი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში ტექნიკოსის (ინფრასტრუქტურის მიმართულებით) პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- კომპანიის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზრუნვა;
- სამშენებლო-სარემონტო პროექტების ხარისხიანად და დადგენილი ვადების დაცვით შესრულება;
- კომპანიის მასშტაბით სარემონტო-სამღებრო სამუშოების წარმოება;
- ფილიალის მასშტაბით, ელექტრო, წყალგაყვანილობის, სავენტილაციო, გათბობის და უსაფრთხოების სისტემების გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სისხარტე
მაშინ,
ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკოსი ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ქალაქში - თელავი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

