ვენდისიტექნიკოსი
გამოქვეყნდა 18 სექბოლო ვადა: 18 ოქტ
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე (10:00-18:00)
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა, კვებაზე ფასდაკლება, Fitpass
სრული აღწერა
ამერიკული რესტორნების ქსელი Wendy's / Dunkin' / Subway აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00-18:00)
სამუშაო ლოკაცია: შეთანხმებით (კომპანიის რომელიმე რესტორანი)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვებაზე ფასდაკლება, Fitpass
ფუნქცია-მოვალეობები:
- რესტორნის ტექნიკური აღჭურვილობის ყოველდღიური მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური გაუმართაობების ადგილზე დიაგნოსტიკა და დროული აღმოფხვრა;
- პრევენციული ტექნიკური მომსახურების შესრულება;
- გრილის, ფრაიერის, ღუმელის, ტოსტერის, მაცივრის, საყინულის, სასმელების აპარატებისა და სხვა სამზარეულოს ტექნიკის ტექნიკური კონტროლი;
- ტექნიკის გაწმენდისა და მოვლის პროცესის მონიტორინგი;
- ყოველთვიური ტექნიკური ჩეკლისტების წარმოება, მათ შორის:
- მთავარი ელექტრო ფარის შემოწმება;
- ავტომატური ამომრთველების შემოწმება;
- ელექტრო კონტაქტების გახურების კონტროლი;
- დამიწების სისტემის შემოწმება;
- ელექტრო დატვირთვის შეფასება;
- ფაზების ბალანსის კონტროლი;
- ავარიული განათების შემოწმება;
- UPS-ის ან გენერატორის შემოწმება (არსებობის შემთხვევაში);
- საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების შეცვლა და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- კარების, საკეტების, ფანჯრების, ავეჯისა და ინტერიერის ელემენტების მცირე სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
- ტექნიკური დაზიანებების დროული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
- რესტორნის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
- სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების საჭიროების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მჭიდრო თანამშრომლობა რესტორნის მენეჯერთან და ოპერაციულ გუნდთან;
- უსაფრთხოების ნორმებისა და კომპანიის ტექნიკური სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
- სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რესტორნის ან კვების ობიექტების ტექნიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული ცოდნა და უნარები:
- ელექტროობის საფუძვლების ცოდნა;
- სანტექნიკური სისტემების ცოდნა;
- მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- სამაცივრე და სამზარეულოს ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგულაციების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პუნქტუალურობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვენდის" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკოსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
