ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით
- ანაზღაურება
- 1 250–1 850 ₾
- ქალაქი
- თელავი
- ბენეფიტები
- შესრულებული სამუშაოს შესაბამისად საბონუსე სისტემას · საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას · პარკირების ხარჯების ანაზღაურებას
სრული აღწერა
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე თელავში.
"ბს/2" ჯორჯია bs2.lt — ბმულის გახსნა წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki Kontinentai 5ci.lt — ბმულის გახსნა" ჯგუფის, შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More www.youtube.com — ბმულის გახსნა
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: თელავი
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00 (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: 1,250–1,850 ლარი (ხელზე ასაღები), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
- ლოიალობის პროგრამა: ანაზღაურების ავტომატური ზრდა.
ძირითადი მოვალეობები:
- ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
- მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა;
- მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
- ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
- EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.
მოთხოვნები:
- დაბალი წვის ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესრულებული სამუშაოს შესაბამისად საბონუსე სისტემას;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
- პარკირების ხარჯების ანაზღაურებას;
- ავტომობილის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას 6 თვის შემდეგ;
- ჯანმრთელობის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას 6 თვის შემდეგ;
- Fitpass-ის 50%-იან თანადაფინანსებას 6 თვის შემდეგ;
- სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით თელავში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

