ტექნიკოსი
- სამუშაო გრაფიკი
- არასტანდარტული — სამუშაო დრო და დატვირთვა დამოკიდებულია დაგეგმილი ღონისძიებების რაოდენობასა და გრაფიკზე
სრული აღწერა
ღონისძიებების/ივენთების ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე კომპანია "Setuperi" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, შრომისმოყვარე და ტექნიკით დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს ისწავლოს პროფესია პრაქტიკაში და განვითარდეს ტექნიკურ სფეროში.
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული — სამუშაო დრო და დატვირთვა დამოკიდებულია დაგეგმილი ღონისძიებების რაოდენობასა და გრაფიკზე.
ანაზღაურების დეტალებს შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებაზე გავივლით.
რას ისწავლით და რა მიმართულებით მოგიწევთ მუშაობა:
- LED ეკრანების მონტაჟი, დემონტაჟი, ტექნიკური გამართვა;
- გახმოვანების სისტემების აწყობა, გამართვა და ღონისძიებაზე ტექნიკური მართვა;
- LED ეკრანებისთვის პოდიუმის და შესაბამისი კონსტრუქციების აწყობა;
- სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება ღონისძიების სპეციფიკის შესაბამისად.
- ჩვენთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ გამოცდილება აუცილებელი არ არის.
- თუ აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას.
- კომპანიის ტექნიკური ხელმძღვანელი პრაქტიკულად, უშუალოდ სამუშაო პროცესში გასწავლით ყველა საჭირო მიმართულებას და ეტაპობრივად დაგეხმარებათ პროფესიული უნარების განვითარებაში.
დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვანია ჰქონდეს:
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ;
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ტექნიკისა და ტექნიკური სამუშაოებისადმი ინტერესი;
- ფიზიკური დატვირთვისთვის და არასტანდარტული სამუშაო განრიგისთვის მზადყოფნა.
თუ გსურთ დაეუფლოთ ახალ პროფესიას, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და განვითარდეთ ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში, დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.gelashvili@setuperi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 930 253
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
