სასტუმრო გრაფი
წარმოებატექნიკოსი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე · 8 საათი დღეში
- ბენეფიტები
- სტაბილურ სამუშაო გარემოს · კვებას სასტუმროსგან · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
სასტუმრო "გრაფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი კომპეტენციები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური/საინჟინრო მიმართულებით;
- ელექტროობის, სანტექნიკისა და სხვა საინჟინრო სისტემების ცოდნა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს ელექტრო, სანტექნიკური, გათბობა-გაგრილების და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის შეკეთება;
- წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
- ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან კოორდინაციით;
- პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად;
- სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების ტექნიკური მდგომარეობის პერიოდული შემოწმება;
- Front Office-ის/ადმინისტრატორებისა და Housekeeping-ის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
- შესრულებული სამუშაოებისა და გამოვლენილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
- ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების სტანდარტებისა და შესაბამისი რეგულაციების დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული შესაბამისი დავალებების შესრულება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
- სამუშაო საათები: 8 საათი დღეში;
- დასვენება: კვირაში 2 დღე;
- ანაზღაურება: 1500 ლარი; ანაზღაურების გადახედვა შესაძლებელია კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად;
- კვება: უზრუნველყოფილია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კვებას სასტუმროსგან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: graftbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. 511225500; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
