ტექნიკოსი
- ქალაქი
- გურჯაანი
- ბენეფიტები
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს · თანამშრომლის ფასდაკლებას
სრული აღწერა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე, გურჯაანის ფილიალი;
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
· სექციებში მინიმალური სარემონტო სამუშაოების სწრაფი და ეფექტური შესრულება;
· კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
· სტენდებისა და თაროების მოწესრიგება/განახლება, ახალი პროდუქციის თვალსაჩინოდ განთავსება, განლაგების შესწორება მერჩენდაიზინგული წესების გათვალისწინებით;
· მასშტაბური, სეზონური გადალაგებების ორგანიზება, ახალი ფილიალების გახსნის პროცესში მონაწილეობა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· პუნქტუალური;
· კომუნიკაბელური;
· ორგანიზებული;
გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
გორგია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკოსი გურჯაანში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

