ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
მშენებლობატექნიკოს-ელექტრიკოსი
გამოქვეყნდა 6 ოქტბოლო ვადა: 6 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- მთავარი მოთხოვნა
- ორ კვირიანი სტაჟირების გავლა
- მისამართი
- თბილისი, ფონიჭალის დასახლება. კომპანიის საწარმო
სრული აღწერა
"ეკოკემიკა" აცხადებს კონკურსს ტექნიკოს-ელექტრიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალის დასახლება. კომპანიის საწარმო.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე, დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე;
- აუცილებელია ორ კვირიანი სტაჟირების გავლა;
- კომფორტული, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემო;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- ანაზღაურება 2000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი დატვირთვიდან გამომდინარე, ზრდის პერსპექტივით
მოვალეობები და ვალდებულებები:
- უშუალო ხელმძღვანელის, კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ შეასრულოს ფუნქციები
გაეცნოს და იხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით;
- მიიღოს მონაწილეობა საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულებაში, არსებული წესებისა და სტანდარტების მიხედვით, მენტორის მეთვალყურეობით;
- საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას ელ. დანადგარების უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
- ობიექტებზე აპარატურის ინსტალაცია/დეინსტალაცია;
- სუსტი დენის სისტემების გამართვა;
- ობიექტებზე ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა;
- აღმოჩენილი ხარვეზების, უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- აპარატურის გაუმართაობის აღმოჩენა-ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება;
- მომსახურების ცენტრში/საწარმოში მიმდინარე პროექტების შესრულებაში მონაწილეობის მიღება
დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მისთვის მიცემული დავალება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სრული საშუალო ან უმაღლესი ან/და ტექნიკური და პროფესიული განათლება საგანმანათლებლო დაწესებულების მეოთხე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (სასურველია ტექნიკური განათლება);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია ელ. გაყვანილობის ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
- ასევე სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
პიროვნული თვისებები:
- დისციპლინირებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობიანობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი http://www.esggeorgia.ge, ან ფეისბუქ გვერდი: ESG Ekokemika. კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნოთ თავიანთი CV ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com და ელფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
