ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითეატრის მოლარე
- ანაზღაურება
- 447.00 ₾
- მისამართი
- თბილისი, ი.ჭავჭავაძის 32
- განაკვეთი
- ნახევარი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯავშნის და ყიდის ბილეთებს;
- პასუხობს ტელეფონს, აწვდის მაყურებელს ინფორმაციას სპექტაკლის შესახებ;
- აწარმოებს ფინასურ ჟურნალს;
- პოზიციის შესაბამისად ასრულებს ადმინისტრატორის სხვა მითითებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail);
- სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ელექტრონული გაყიდვების მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ქცევითი კომპეტენციები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
- გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის 32;
სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველდღე 13:00-დან 20:00 საათამდე, არაუმეტეს 21 საათისა კვირაში. დასვენების დღეა ორშაბათი.
ანაზღაურება: ნახევარი განაკვეთი, 447.00 ლარი (დარიცხული)
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება “თეატრის მოლარე”.
დავუკავშირდებით მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
