თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსი
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს პროკურატურა
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს პროკურატურა არის დამოუკიდებელი დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში
კატეგორია:
საქმისწარმოება
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- კორესპონდენციის ეფექტური და დროული წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება;
- შემოსული დოკუმენტების განხილვა და ადრესატისათვის დროული მიწოდება;
- დაცული დოკუმენტების ასლის და ამონაწერის გაცემა, როგორც დაინტერესებულ დაწესებულებებზე, ასევე ცალკეულ პირებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- არქივის მდგომარეობის, საქმისწარმოებისა და დოკუმენტების დაცვის სისწორის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში საქმისწარმოებით დამთავრებული და დადგენილი წესის შესაბამისად დამუშავებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის დახარისხება-დაგზავნა;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის დარეგისტრირება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, ატვირთვა, დაბეჭვდა, ასლის გადაღება და გამრავლება;
- საჭიროების შემთხვევაში არქივისათვის დოკუმენტების დადგენილი წესის შესაბამისად გადაცემა;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელების მითითებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, გორგასალის ქუჩა №24
საკონტაქტო ტელეფონები:
0322405180
საკონტაქტო პირი:
ანა ნადირაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
ა) მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
ბ) კომპეტენციები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება, დროის ეფექტიანი მართვა, სტრესულ გარემოში მუშაობა, დამოუკიდებლად მუშაობა, გუნდური მუშაობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
განაცხადის შევსების დროს, აუცილებელია კანდიდატმა მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორი (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია) და შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს საკონკურსო პოზიციაზე მისი საქმიანობის სამომავლო ხედვას.
განათლების გრაფაში კანდიდატმა უნდა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამუშაო გამოცდილების გრაფაში კანდიდატმა უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის კანცელარიის უფროსის - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევი საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 2026 წლის 18 იანვრამდე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
