თანაშემწე
- ანაზღაურება
- 900–1 400 ₾
- მისამართი
- თბილისი, მარშალ გელოვანის 2
- სამუშაო გრაფიკი
- სრული, კვირაში 40 საათი. ასევე შესაძლებელია შეთანხმება არასრულ სამუშაო გრაფიკზე
სრული აღწერა
დამსაქმებლის შესახებ: კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დაშვების კონტროლის, პლასტიკური ბარათების, რიგის მართვის და პარკირების სისტემების წარმოება და დანერგვა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 2
Facebook: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ყურადღებიან ადამიანს თანაშემწის პოზიციაზე, რომელიც დაგვეხმარება ყოველდღიურ საორგანიზაციო სამუშაოებში, ასევე მომწოდებლებთან და დამკვეთებთან კომუნიკაციაში.
ძირითადი მოვალეობები:
- დოკუმენტებისა და სამუშაო ინფორმაციის მოწესრიგება;
- შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;
- მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ხელმძღვანელის დახმარება მიმდინარე საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში;
- არსებული ნაშთებისა და მონაცემების გადამოწმება და განახლება;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის, მასალებისა და ტექნიკური ინფორმაციის მოძიება;
- მომწოდებლებთან და დამკვეთებთან კომუნიკაცია;
- სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე.
სასურველი უნარები:
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და დამუშავების უნარი;
- AI ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- სწავლის სურვილი და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულების მზადყოფნა.
პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, ვისაც მოსწონს ორგანიზებული სამუშაო გარემო, ტექნიკა და ელექტრონიკა და სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება სხვადასხვა მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი. ასევე შესაძლებელია შეთანხმება არასრულ სამუშაო გრაფიკზე.
ანაზღაურება: 900-1400 ლარი, სამუშაო გრაფიკისა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: HR@LSC.GE
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
