ტალანტების შერჩევის უფროსი სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
სრული აღწერა
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენ შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ გამორჩეული კომუნიკაციის უნარის მქონე, პროაქტიულ და შედეგებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს ტალანტების შერჩევის სრული ციკლის ეფექტიანად მართვას და იქნება სანდო პარტნიორი, როგორც მენეჯერებისთვის, ისე პოტენციური კანდიდატებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ტალანტების შერჩევის სრული პროცესის მართვა პოზიციის განთავსებიდან კანდიდატის ონბორდინგამდე (როგორც ტექნიკურ/Tech, ისე ბიზნეს, ოპერაციულ და მენეჯერულ როლებზე)
- დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან აქტიური თანამშრომლობა პოზიციების მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით
- პოზიციების განთავსება კომპანიის career საიტზე და სხვადასხვა პლატფორმაზე
- კანდიდატების შერჩევისთვის მრავალმხრივი საძიებო არხების გამოყენება: სოციალური მედია, პროფესიული პლატფორმები, რეკომენდაციები, ბაზის განახლება, ჰედჰანტინგი და სხვა
- ინტერვიუების დაგეგმვა და ჩატარება, კანდიდატებისთვის უკუკავშირის მიწოდება
- მიმდინარე ვაკანსიებისა და რეკრუტინგის სტატუსის შესახებ რეგულარული რეპორტინგი
- რეკრუტინგის მეტრიკების თრექინგი, შრომის ბაზრის კვლევა და შერჩევის პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ტალანტების შერჩევის მიმართულებით (ოპერაციული, მენეჯერული და ტექნიკური პოზიციების შერჩევის გამოცდილებით)
- თანამედროვე რეკრუტინგ ინსტრუმენტებისა და sourcing ტექნიკების ცოდნა
- გამორჩეული კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მაღალი უნარი
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2-C1)
რას გთავაზობთ ჩვენ:
- სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- კვარტალში 1 დამატებითი Day-off
- დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
- მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: განაცხადის შევსება
გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
