სუში რუმი
მომსახურებასუშის მზარეულის დამხმარე
გამოქვეყნდა 23 ოქტბოლო ვადა: 23 ნოე
- ანაზღაურება
- ≤ 10 ₾ / სთ
სრული აღწერა
"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.
გაიხსნა სუში რუმ-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი
რას გთავაზობთ:
- მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
- უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან
- პრემიუმ სამზარეულოს, მაღალი ხარისხის პროდუქციით, ინვენტარით და ხელსაწყოებით
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები:
- ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლიუსია)
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
- ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
- მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.)
- სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება
- სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი". განცხადებას უნდა ერთვოდეს ფოტოსურათი.
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
