სუშიკო
მომსახურებასუშის და აზიური ცხელების, ვოკის მზარეული
გამოქვეყნდა 24 სექბოლო ვადა: 24 ოქტ
- სამუშაო გრაფიკი
- 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, ხუთი დღე მუშაობს და 2 დღე ისვენებს. ** დღის ცვლა 11.00-19.00 და საღამოს ცვლა 19.00-03.00 (ღამის საათებში მომსახურება კორპორაციული ტაქსი) ასევე გვაქვს კვება კომპანიის ხარჯზე და კორპორაციული 50% იანი ფასდაკლება თანამშრომლებისათვის ჩვენს პროდუქციაზე
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით
სრული აღწერა
"რესტორანი სუშიკო", ფალიაშვილის 35-ში, აცხადებს სუშის და აზიური ცხელების, ვოკის მზარეულის ვაკანსიას.
გვიხილეთ FB-ზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს სუშის და ვოკის (აზიური ცხელების) მზარეულების პოზიციაზე - 4 ვაკანსია.
დასაქმებულს ვთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს,
- ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
- დაწინაურების პერსპექტივას,
- პროფესიულ ზრდას,
- მეგობრულ გარემოს,
- დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე,
- ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.
პირობები:
- მიმზიდველი ხელფასი - ანაზღაურება 1 სამუშაო 8 საათიანი ცვლის 81 ლარი (net) დღის ცვლა, საღამოს ცვლა 85 ლარი (net);
- თვეში საშუალოდ 22 ან 23 სამუშაო დღეა, ხელფასი 1700-დან 1900 ლარამდე (net) გამოდის;
- სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, ხუთი დღე მუშაობს და 2 დღე ისვენებს. ** დღის ცვლა 11.00-19.00 და საღამოს ცვლა 19.00-03.00 (ღამის საათებში მომსახურება კორპორაციული ტაქსი) ასევე გვაქვს კვება კომპანიის ხარჯზე და კორპორაციული 50% იანი ფასდაკლება თანამშრომლებისათვის ჩვენს პროდუქციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სუშის ან ვოკის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
- ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
- პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
- მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
- სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
- სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
მოთხოვნები:
- სავალდებულოა მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით;
- ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
- შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- სუშების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
- სისუფთავის კონტროლი;
- შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება.
დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: sushikorecruting@gmail.com გთხოვთ, "საგანში" ჩაწეროთ ვოკის ან სუშის მზარეული.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
