სუპერვაიზერი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 18 ნოე
- ანაზღაურება
- 2 500 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ეძებს სუპერვაიზერს.
სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მართვა:
- ყოველდღიური სამუშაო მიზნების განსაზღვრა დავალებების მოცულობისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით;
- დღიური დავალებების დაგეგმვა და გუნდთან ოპტიმალურად განაწილება მათი ლოკაციის, მარშრუტის, სამუშაო დატვირთვისა და შესრულების ვადების გათვალისწინებით;
- დაგეგმილი მიზნების შესრულების მონიტორინგი და დასახული შედეგების მიღწევის მხარდაჭერა;
- გუნდის სამუშაო დატვირთვისა და შესრულების მაჩვენებლების კონტროლი, დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის სხვაობების გამოვლენა;
- სამუშაო პროცესის შედეგების პერიოდული შეჯამება, მიზნების შესრულების შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, ინიციატივები დაფიქსირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ოპერაციული პროცესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალიტიკური აზროვნების, კრიტიკულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში პრიორიტეტების განსაზღვრის, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: 2500GEL (Gross)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე gcjobs@gc.ge და სათაურში მიუთითეთ „სუპერვაიზერი“
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მენეჯმენტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

