სუ შეფი
- მისამართი
- თბილისი, Tbilisi
- ბენეფიტები
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე · დაზღვევას · კვებას
სრული აღწერა
საბოლოო თარიღი
26 ნოე. 2026
მისამართი
თბილისი , ქ. თბილისი, კოსტავას 14
მისამართი
თბილისი , ქ. თბილისი, კოსტავას 14
გამოცდილება
3-5 წელი
განაკვეთი
სრული განაკვეთი
ვაკანსიის აღწერა
Cafe Stamba აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას 14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- დაეხმაროს უშუალო ხელმძღვანელს ყოველდღიურ საქმიანობაში;
- მიიღოს აქტიური მონაწილეობა მენიუსთვის ახალი კერძების შექმნაში;
- ეფექტურად მართოს გუნდი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს გუნდს;
- აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
- დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
- უზრუნველყოს ადმინისტრაციული პროცედურების გატარება;
- აქტიურად ჩაერთოს HACCP სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
- აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება;
- მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა “ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
Café Stamba აცხადებს ვაკანსიას სუ შეფი პოზიციაზე.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
