სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი/ადმინისტრატორი
- ანაზღაურება
- 1 100 ₾
სრული აღწერა
მაღალი შეფასების მქონე საოჯახო ტიპის 11 ნომრიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, ესაჭიროება სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი (ადმინისტრატორი).
მუშაობა ცვლაში: სამ დღეში ერთხელ, 24 საათის განმავლობაში, დილის 10.00 საათიდან მომდევნო დღის 10.00 საათამდე. ოპერატორის სამუშაო ადგილის გვერდით არსებობს მოსასვენებელი ოთახი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: support@hotelmziuri.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 595099977.
მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება სასტუმროში, სტანდარტების შესაბამისად;
- ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ქალაქის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ;
- ჯავშნების მართვა და სტუმრების მოთხოვნების ეფექტურად დაკმაყოფილება;
- გადახდებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
- სტუმრების უკუკავშირის მიღება და პრობლემების დროული გადაჭრა.
მოთხოვნები: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ფლობდეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს და ერკვეოდეს საოფისე პროგრამებში.
პერსონალური უნარ ჩვევები: დეტალებისადმი ყურადღებიანობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდურ შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა; კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა; ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები: ანაზღაურება: 1100 ლარი.
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
ელფოსტა: info@hotelmziuri.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
