TAV Georgia Operation Servicesსტუმრის გამოცდილების ამბასადორი
- მისამართი
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 12-საათიანი ცვლები (დღე/ღამე), 2 დღე დასვენება
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება
სრული აღწერა
TAV Operation Services არის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი აეროპორტებში პრემიუმ სამოგზაურო სერვისების მიმართულებით. კომპანია ოპერირებს დაახლოებით 90 ლოკაციაზე 19 ქვეყანაში და ემსახურება მილიონობით მგზავრს.
საქართველოში TAV Operation Services წარმოდგენილია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, მათ შორის უზრუნველყოფს: Primeclass ლაუნჯების ,Fast Track და Meet & Greet მომსახურებას.
კომპანია ორიენტირებულია სტუმრებისთვის კომფორტული, უწყვეტი და მაღალი ხარისხის გამოცდილების შექმნაზე აეროპორტში მოგზაურობის ყველა ეტაპზე.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს სტუმრის გამოცილების ამბასადორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები (დღე/ღამე), 2 დღე დასვენება
ძირითადი მოვალეობები
- მგზავრებისთვის პრემიუმ კლასის აეროპორტის სერვისების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.
- მგზავრების მხარდაჭერა რეგისტრაციის (Check-in), ბარგის, ვიზისა და სხვა აეროპორტის პროცედურების განხორციელებისას, აეროპორტის რეგულაციებისა და კომპანიის წესების დაცვით.
- მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, ოპერაციული დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშსწორების პროცესების მართვა.
- მომხმარებელთა კმაყოფილებისa და სამიზნე გაყიდვების მიღწევის ხელშეწყობა გამორჩეული მომსახურებისა და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
რას გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
- ტრანსპორტირებას (მ/ს ავლაბარი)
- კვებას
თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: nestan.gagadze@tav.aero
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
