სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ანაზღაურება
- 900–1 000 ₾
- ქალაქი
- ბორჯომი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
სრული აღწერა
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ
ანაზღაურება: 900-1000 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - სრული
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მიღება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით
- სტუმრების მოთხოვნების, პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობა და ეფექტურად გადაწყვეტა
- მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია და პრეტენზიების პროფესიონალურად მართვა
- სტუმრებისთვის კმაყოფილების კითხვარების შეთავაზება, მონაცემების სისტემაში შეტანა და ანალიზი
- სტუმრების ინფორმირება სასტუმროში მიმდინარე აქტივობებისა და ცვლილებების შესახებ
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდურობა და ენერგიულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება
- კონკურენტული ანაზღაურება
- ტრანსპორტირება ღამის საათებში
- დაზღვევა
- კვება
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
