სტუმრების მომსახურების სპეციალისტი
სრული აღწერა
კომპანია: Silk Hospitality
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
პოზიცია: სტუმრების მომსახურების სპეციალისტი
Silk Hospitality ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს სერვისის გუნდის გასაძლიერებლად. ეს არის მოძრავი (მობილური) პოზიცია, რაც ნიშნავს, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, მოგიწევთ ჯგუფის სხვადასხვა ობიექტზე მუშაობა. თუ ხართ მოქნილი, გიყვართ სტუმრებთან ურთიერთობა და გაქვთ სურვილი, შექმნათ მაღალი ხარისხის მომსახურება რესტორნებში, ბანკეტებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე, ეს საქმე თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების პროფესიონალური და თავაზიანი მომსახურება;
შეკვეთების ზუსტად მიღება და მათი დროულად მიტანა;
მაგიდების გაწყობა და მოწესრიგება სტანდარტების მიხედვით;
სხვადასხვა ობიექტზე მუშაობისას მომსახურების წესების დაცვა;
დახმარება დატვირთულ პერიოდებში, ღონისძიებებსა და VIP სტუმრების მიღებისას;
სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
სტუმრების კითხვებზე სწრაფი რეაგირება და საჭიროებისას მენიუს შესახებ რჩევების მიცემა;
პრობლემური სიტუაციების მოგვარება (ან მენეჯერისთვის დროულად გადაცემა);
სამზარეულოსთან, ბართან და გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ხელმძღვანელების მითითებების შესრულება და კოლეგების მხარდაჭერა;
სხვადასხვა გარემოსა და გრაფიკთან მარტივად ადაპტაცია.
მოთხოვნები:
კვებისა და მომსახურების სფეროს (F&B) საბაზისო ცოდნა;
სტუმარმასპინძლობის სტანდარტების გაგება;
სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა სასურველია;
გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
სტუმრებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
რას გთავაზობთ:
მუშაობას პრემიუმ კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში;
დინამიურ და პროფესიონალურ გარემოს;
კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
ტრენინგებსა და განვითარების მხარდაჭერას.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"სილქ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტუმრების მომსახურების სპეციალისტი,
ქალაქში - თბილისი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

