სტუმართა მომსახურების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 520+ ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 1520 დღე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
Eco House Merisi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სტუმართა მომსახურების სპეციალისტი (რესეფშენი და კაფე)
Eco House Merisi არის პატარა, მყუდრო ბუტიკსასტუმრო, რომელიც მოიცავს 14 ნომერს და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ კაფეს.
სასტუმროს მცირე მასშტაბისა და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, პოზიცია უნივერსალურია და აერთიანებს სტუმრების მიღებას, ადმინისტრაციულ ფუნქციებსა და კაფეში მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და რეგისტრაცია (Checkin / Checkout);
- სტუმრების გაცილება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- კაფეში შეკვეთების მიღება და სტუმრების მომსახურება;
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრების კომფორტსა და კმაყოფილებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტუმართმოყვარეობა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
- მყუდრო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული უნარების განვითარებისა და მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- კარიერული ზრდისა და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას;
- შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი.
პოზიცია განკუთვნილია კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოში მუშაობის მსურველი ადამიანებისთვის.
ჩვენთან სამუშაო გარემო მყუდრო და მეგობრულია, ხოლო სასტუმროს მცირე ზომა საშუალებას იძლევა, თანამშრომელმა სხვადასხვა მიმართულებით შეასრულოს მომსახურების ფუნქციები, შეიძინოს მრავალფეროვანი გამოცდილება და განავითაროს პროფესიული უნარები.
ჩვენ ვაფასებთ მოტივირებულ და ინიციატივიან თანამშრომლებს და ხელს ვუწყობთ მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
ხელფასი: 110-150 ლარი დღეში( განაკვეთი+ ბონუსი)
სამუშაო დღეები: 1520 დღე
რეზიუმე და მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე გამოგზავნეთ: ecomerisi@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1520 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
