სწავლებისა და განვითარების უმცროსი მენეჯერი
გამოქვეყნდა 30 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
სრული აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სწავლებისა და განვითარების უმცროსი მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ.
ხელშეკრულების პერიოდი: 1 წელი (დეკრეტის შემცვლელი)
შენი, როგორც სწავლებისა და განვითარების უმცროსი მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- სადაზღვევო პროდუქტების, პროცესებისა და სისტემების მიმართულებით Hard Skills ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
- სადაზღვევო პროდუქტების ტრენინგ-მოდულების მომზადებას;
- სწავლებისა და განვითარების პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია, მონიტორინგი და მხარდაჭერა;
- LMS (Learning Management System)-ში ახალი ონლაინ კურსების შექმნასა და არსებული კურსების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- LMS სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
- საკვალიფიკაციო ტესტირებების სრული პროცესის მართვა, მათ შორის ტესტების შემუშავება, ორგანიზება, ჩატარება და შედეგების შეფასება;
- სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებული სიახლეების საფუძველზე სასწავლო მასალების განახლება;
გამოგვეხმაურე, თუ გაქვს:
- უმაღლესი განათლება;
- ტრენინგებისა და სწავლების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სადაზღვევო სფეროსა და პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office-ის პროგრამები.
ვეძებთ ტალანტს, რომელსაც აქვს:
- პრეზენტაციისა და ტრენინგის ჩატარების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია და აუდიტორიასთან მუშაობის უნარი;
- სწავლისა და ცოდნის გაზიარების მოტივაცია.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თბილისის მასშტაბით წლიური სატრანსპორტო ბარათის 80% დაფინანსებას.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სწავლებისა და განვითარების უმცროსი მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

