სტრატეგიული შესყიდვებისა და პროექტების მენეჯერი
გამოქვეყნდა 29 სექბოლო ვადა: 29 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
სს „ვიანი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის სტრატეგიული შესყიდვებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელის მასშტაბით სამედიცინო აპარატურის მოძიებისა და შესყიდვის პროცესის მართვა;
- სამედიცინო აპარატურის შესყიდვებისა და დაკავშირებული სერვისების მოთხოვნების ანალიზი და ხარჯების კონტროლი;
- სატენდერო პროცესების ორგანიზება და მართვა;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების შეფასება და ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება;
- ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
- სამედიცინო აპარატურის ტრანსპორტირების, მიღებისა და ჩაბარების პროცესების კოორდინაცია;
- სამედიცინო აპარატურის ფასების მონიტორინგი და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
- მიმდინარე შესყიდვებისა და პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
- პერიოდული ანგარიშგებისა და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
- შესყიდვების მიმართულების გუნდის სამუშაო პროცესების დაგეგმვა, გადანაწილება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- სამედიცინო აპარატურის შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამედიცინო აპარატურის შესყიდვების, პროექტების მართვისა და ბიზნეს პროცესების ანალიზის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო გარემოში სწავლის/მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- პროფესიული განვითარების სურვილი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ოქტომბერი, 2026
„სს ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ვიანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო აპარატურის სტრატეგიული შესყიდვებისა და პროექტების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

