სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მედიასთან ურთიერთობის და ციფრული კომუნიკაციის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მედიასთან ურთიერთობის და ციფრული კომუნიკაციის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ვაკანტურ თანამდებობებზე, ერთი მხრივ, პროფესიონალი, კვალიფიციური
კადრების და, მეორე მხრივ, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება.
სამინიტრო თანამშრომლებს სთავაზობს გუნდურ სამუშაო გარემოს, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული კულტურის ნაწილს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის, გუნდური მუშაობის, კეთილსინდისიერების, სექსუალური შევიწროების დაუშვებლობის პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ეთიკური, კოლეგიალური, მრავალფეროვანი და სპეციალური საჭიროებების მქონე თანამშრომლებზე მორგებული სამუშაო გარემო.
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
24.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე, ასევე სამინისტროსა თუ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და გასავრცელებელი
ტექსტური ინფორმაციის მომზადება;
- სამინისტროს ვებ-გვერდის დიზაინის (ვიზუალური და სტრუქტურული) უზრუნველყოფა;
- სამინისტროში შემავალი უწყებების ვებგვერდების ყოველთვიური მონიტორინგი;
- ინგლისურენოვანი ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება;
- სამოქმედო გეგმების, სტრატეგიული დოკუმენტების, სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე საჭირო რეესტრებისა და ანგარიშების შემუშავებაში მონაწილეობა;
- პერიოდულად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ კალენდრის მომზადება და მისი მონიტორინგი.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
-„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III თავი - ინფორმაციის თავისუფლება);
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მარშალ გელოვანის გამზ. №6
საკონტაქტო ტელეფონები:
2 37 80 10
დამატებითი მოთხოვნები:
მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მედიასთან ურთიერთობის სფეროში ან ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაცია:
შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი და დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (რითაც დასტურდება, რომ უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს შიდა კონკურსში);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@mepa.gov.ge
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სამინისტროს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
