სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- ღონისძიებების ორგანიზების ან/და საპროტოკოლო საქმიანობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემაში სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო საგამოცდო პროცესების წარმართვას. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ორგანიზებას უწევს და ატარებს ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და სხვა გამოცდებს/ტესტირებებს.
კატეგორია:
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა:
09.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) სამსახურებრივი კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;
ბ) მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება;
გ) ცენტრის სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება;
დ) საპროტოკოლო და საორგანიზაციო ღონისძიების გატარება;
ე) ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, მათ განთავსებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, დღის წესრიგის შედგენა;
ვ) ბრენდირებული ნივთების დიზაინის შერჩევა და მათი დამზადების ორგანიზება, სხვადასხვა ღონისძიებისათვის საჭირო სასაჩუქრე ნივთების შერჩევა/შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) ცენტრის დირექტორის, ზედამხედველი დირექტორის მოადგილისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანება;
დ) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის დებულება;
ე) სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შინაგანაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. №9
საკონტაქტო ტელეფონები:
2 473333 (შიდა 7414)
საკონტაქტო პირი:
მადონა ითაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია ღონისძიებების ორგანიზების ან/და საპროტოკოლო საქმიანობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა სახელმწიფო ენის ცოდნა;
- კომპეტენციები/უნარები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაცია;
საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით);
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა);
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორი (სახელი და გვარი, სამუშაო პოზიცია და საკონტაქტო ტელეფონი);
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. № 9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოეთხოვება მამაკაცებს 17-დან 27 წლამდე).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
