სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
დახურული კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
კატეგორია:
ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
26.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- რეფერენტული ფასების განსაზღვრისთვის ფარმაცევტული პროდუქტის მონაცემების დამუშავება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის უწყებრივ რეესტრში რეგისტირებული მედიკამენტებისთვის, ასევე რეფერენტული ქვეყნების რეფერენტული ფასების კატალოგის დამუშავება ერთიან მონაცემთა ბაზად გარდაქმნის მიზნით.
- ეროვნულ დონეზე რეგულირებადი ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტის და საცალო რეალიზაციის მონაცემების დამუშავება.
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ დეპარტამენტებთან და სააგენტოებთან აქტიური კომუნიკაცია მონაცემთა ეფექტური დამუშავების მიზნით.
- რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით შემოსული პრეტენზიების განხილვისთვის მონაცემთა სტრუქტურიზება და ფასების სახელმწიფო რეგულირების უწყებათაშორის კომისიასთან შედეგების წარდგენისთვის მონაცემთა ვალიდაცია.
- სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და რეაგირების მოხდენა.
- ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილება;
გ) „2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N655 დადგენილება;
დ) „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების და ფარმაცევტული პროდუქტის მართული შესვლის შეთანხმებით შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის N593 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N144
საკონტაქტო ტელეფონები:
2510041 (06-11)
საკონტაქტო პირი:
ასმათ ქარდავა
დამატებითი მოთხოვნები:
საჯარო სამსახურში ფარმაკოლოგიის მიმართულებით ან/და ჯანდაცვის ან/და კვლევების ან/და მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სფეროში არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მითითებით) ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერით);
- „სამოტივაციო წერილი“ - ამ თანამდებობაზე კანდიდატის შესაბამისობის შესახებ;
- კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში თუ ფარმაკოლოგიის მიმართულებით ან/და ჯანდაცვის ან/და კვლევების ან/და მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით;
- საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასება) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- კონკურსის ეტაპების/შედეგების შესახებ კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
- საჯარო სამსახურში საქმიანობად მიიჩნევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში საქმიანობა.
- დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.
- შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში სავალდებულოა აიტვირთოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი ან რეზერვში ჩარიცხული პირი ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში (რითიც ასევე დასტურდება, რომ უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში).
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ქულათა სისტემის საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
