სტიუარდი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, ბეშენოვას ქუჩა 20
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის მიზანი
სამზარეულოს სტიუარდი პასუხისმგებელია სამზარეულოს, სტიუარდინგისა და საკვების მომზადების ზონებში სისუფთავის, სანიტარიისა და ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების დაცვაზე. იგი უზრუნველყოფს ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარის, აღჭურვილობისა და სამუშაო სივრცეების დროულ გაწმენდას, დეზინფექციას, სწორად შენახვასა და ორგანიზებას, რათა სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციები შეუფერხებლად წარიმართოს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ჭურჭლის, დანა-ჩანგლის, სამზარეულოს ინვენტარისა და აღჭურვილობის რეცხვა, გაწმენდა და დეზინფექცია.
- ჭურჭლის სარეცხი მანქანის უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენება, მისი ყოველდღიური მოვლა.
- სუფთა ჭურჭლის, მინის ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და აღჭურვილობის სწორად დალაგება და შენახვა.
- სამზარეულოს, სტიუარდინგისა და დამხმარე სამუშაო სივრცეების, იატაკების, სამუშაო ზედაპირებისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.
- ბუფეტის ზონის მოვლა-პატრონობა, სისუფთავისა და მოწესრიგებული იერსახის მუდმივი უზრუნველყოფა; ბუფეტის ინვენტარის (ლანგრები, სასერვირო ჭურჭელი, მინის ჭურჭელი, დანა-ჩანგალი და სხვა აქსესუარები) გაწმენდა, დეზინფექცია, სწორად განთავსება და მომსახურების დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ მისი მზადყოფნის უზრუნველყოფა.
- ნარჩენების დროული შეგროვება, დახარისხება და გატანა კომპანიის წესებისა და სანიტარული მოთხოვნების შესაბამისად.
- ჰიგიენის, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების წესების (HACCP-ის მოთხოვნების, საჭიროების შემთხვევაში) დაცვა.
- სამზარეულოს გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დამხმარე სამუშაოების შესრულება.
- სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის მოვლა და დაზიანებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
- დამცავი ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება უსაფრთხოების წესების შესაბამისად.
პროფესია: არ არის მოთხოვნილი
სამუშაო ადგილი: ბეშენოვას ქუჩა 20
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 1200 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ინგლისური (საბაზისოდ)
უნარები: კომუნიკაცია
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
