სტაჟირების პროგრამა საბუღალტრო დეპარტამენტში
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 19:00 (შესვენება 1 საათი). სტუდენტების შემთხვევაში სწავლაზე მორგებული
- მისამართი
- ქ. თბილისი, ზურან ანჯაფარიძის მეორე შესახვევი, 8ა
სრული აღწერა
კარიერა Countman-ის გუნდში
Countman პროგრესული, განვითარებადი და ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ვისთვისაც კომფორტულ და თანაბარი შესაძლებლობის მქონე კონკურენტუნარიან გარემოს ვქმნით.
ჩვენი გუნდი ადამიანს, რომელსაც აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გამოცდილების მიღების სურვილი აქვს, ღიაა სიახლეების მიმართ და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს.
Countman-ში მრავალპროფილურ ბიზნეს კომპანიებთან დიდ გამოცდილებას, მოკლე დროში მიიღებ, რაც შენს კვალიფიკაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.თითოეული თანამშრომლის პროფესიული ზრდა, პირდაპირპროპორციულად, კომპანიის განვითარებაზე აისახება. ამისათვის მუდმივი სწავლა, შიდა/გარე ტრენინგები, ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება და ყოველი შემდეგი დღისთვის უკეთესად მომზადება, ჩვენი განუწყვეტელი პროცესია.
Countman აცხადებს ვაკანსიას 6 თვიან სტაჟირების პროგრამაზე საბუღალტრო დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ზურან ანჯაფარიძის მეორე შესახვევი , 8ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 19:00 (შესვენება 1 საათი). სტუდენტების შემთხვევაში სწავლაზე მორგებული.
ანაზღაურება: 1-3 თვე 300 ლარი (Net) 4-6 თვე 800 ლარი (Net)
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში:
● გექნებათ საშუალება შეისწავლოთ პრაქტიკული და თეორიული საბუღალტრო საქმიანობა;
● შეხება გექნებათ კომპანიის ფინანსური ფუნქციონირების ციკლთან;
● შეისწავლით თანამედროვე ბიზნეს საკომუნიკაციო არხების და პროექტების მენეჯმენტის მართვის ტექნიკებს;
● სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ, დასაქმდებით კომპანიაში;
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
● უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსები/ ბიზნეს ადმინისტრირება)
● ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
● სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული პროგრამების ტრენინგი (ORIS/BALANCE/FINA)
● სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
● ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
● გუნდური მუშაობის უნარი
● დეტალებისადმი ყურადღება;
● პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
● წერილობითი კომუნიკაციის უნარები
● ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 15 ნოემბრამდე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ქაუნთმენი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირების პროგრამა საბუღალტრო დეპარტამენტში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

