თეგეტა ქარსისტაჟირება - თეგეტა ქარსი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ქარსი იწყებს სტაჟირების ახალ პროგრამას მათთვის, ვისაც ავტომობილები ნამდვილად უყვარს და სურს კარიერა საავტომობილო ინდუსტრიაში დაიწყოს.
- სტაჟირება ანაზღაურებადია;
- გრაფიკი - სრული;
- ხანგრძლივობა - 6 თვე.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გექნება, იმუშაო გამორჩეულ საერთაშორისო ბრენდების გარემოში, ახლოდან გაიცნო მათი სტანდარტები და ტექნოლოგიები.
შეგიძლია აირჩიო შენთვის საინტერესო მიმართულება:
- სერვისის უმცროსი მრჩეველი
თუ გაინტერესებს ავტომობილის ტექნიკური მხარე და გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, ამ მიმართულებით ისწავლი მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრას, სერვისის პროცესის დაგეგმვასა და მომხმარებელსა და ტექნიკურ გუნდს შორის ეფექტიან კომუნიკაციას.
- გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი
თუ გიყვარს ავტომობილებზე საუბარი, შეგიძლია ადამიანების ინტერესებისა და საჭიროებების გაგება და გინდა, მომხმარებლისთვის ავტომობილის შერჩევა განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციო.
- ვორქშოფის სპეციალისტი
თუ ყველაზე მეტად ავტომობილის ტექნიკური აგებულება, დიაგნოსტიკა, მექანიზმები და უშუალოდ სამუშაო პროცესი გიზიდავს, შესაძლებლობა გექნება, პროფესიონალებთან ერთად ვორქშოფის გარემოში მიიღო პრაქტიკული გამოცდილება.
თეგეტა ქარსში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა ქარს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება - თეგეტა ქარსი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
