სტაჟირება - შესყიდვების დეპარტამენტში
- კატეგორია
- გაყიდვები
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში.
სტაჟირების პირობები:
- სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
- ხანგრძლივობა — 6 თვე.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც:
- არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
- ფლობს ანალიტიკური აზროვნების უნარს;
- აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გამოირჩევა არგუმენტაციის კარგი უნარით;
- შეუძლია საქმის ორგანიზება და სამუშაო გეგმის შედგენა;
- არის დეტალებზე ორიენტირებული;
- კარგად უძღვება პრეზენტაციას;
- აქვს ადაპტაციის კარგი უნარი.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული სამუშაო გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორატიული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და თითოეულ თანამშრომელს ვთავაზობთ უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს, სადაც დაცულია მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება - შესყიდვების დეპარტამენტში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

