სტაჟირება საკრედიტოს მიმართულებით - მარტვილი
- ქალაქი
- მარტვილი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით.
სტაჟირების ადგილმდებარეობა: კრისტალის ფილიალები შემდეგ ქალაქებში - ქუთაისი, ზესტაფონი,თერჯოლა, ვანი, ხონი, სამტრედია, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, ხობი, სენაკი, ფოთი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ხელვაჩაური.
· სტაჟიორის რაოდენობა: თითოეულ ფილიალში 2 სტაჟიორი
· გრაფიკი: არასრული, მოქნილი
· სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 კვირა
"კრისტალი" გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- სამუშაო გამოცდილების მიღებას
- რეალური დასაქმების შესაძლებლობას
სტაჟირების შესახებ:
სტაჟირება მოიცავს როგორც თეორულ, ასევე პრაქტიკულ ეტაპებს. თეორიული კურსის დასრულების შემდგომ სტაჟირება გრძელდება პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი სტაჟიორები საქმდებიან სხვადასხვა მიმართულებით, კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე. სტაჟირების პროგრამას მენტორობას უწევენ გამოცდილი საკრედიტო ოფიცრები.
სტაჟირება თქვენთვის საინტერესო იქნება, თუ:
· გაინტერესებთ საბანკო სფერო
· არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება და გსურთ გამოსცადოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები
· დააგროვოთ სამუშაო გამოცდილება და დაიწყოთ კარიერა ფინანსურ სფეროში
სტაჟირების განმავლობაში თქვენ შეისწავლით:
· საკრედიტო ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე, რეალურ გარემოში;
· სხვადასხვა საოფისე პროგრამებში მუშაობას;
· მომხმარებლებთან კომუნიკაციას;
· გაყიდვების ტექნიკებს;
· ფინანსურ ანალიზს;
· საკრედიტო პროდუქტების პირობებს
რა არის საჭირო სტაჟირების დასაწყებად?
· სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება
· ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი;
· საბაზისო დონეზე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი
· განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებულობა
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ განაცხადი 2026 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"მიკრობანკი კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე სტაჟირება საკრედიტოს მიმართულებით.
ქალაქებში - მარტვილი,
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ:
მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს.
კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

