სტაჟირება - მონაცემთა მართვის მიმართულებით
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა აცხადებს სტაჟირებას მონაცემთა მართვის მიმართულებით.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- SAP HANA სისტემაში ახალი მატერიალებისა და კრედიტორების რეგისტრაციაში დახმარება (მათ შორის საბანკო, საგადასახადო და საკონტაქტო მონაცემების გადამოწმება), ხელმძღვანელის ზედამხედველობით.
- არსებული მასტერ მონაცემების განახლება-კორექტირებაში და დუბლირებული ჩანაწერების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა, დადგენილი პროცედურების მიხედვით.
- მასტერ მონაცემების ხარისხის კონტროლში ჩართულობა (სიზუსტე, სისრულე, თანმიმდევრულობა) და მარტივი მოთხოვნების დამუშავება დადგენილ ვადებში.
- SAP-სა და მონაცემთა მართვის პრინციპების დაუფლება, ტრენინგებისა და პრაქტიკული დავალებების გზით, ასევე ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის პროექტებში ჩართულობა.
- მონაცემთა მართვასთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- Microsoft Office-ის პროგრამების, მათ შორის Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ საბაზისო/საშუალო დონეზე;
- კომპიუტერულ პროგრამებსა და ახალ სისტემებთან მუშაობის სწრაფად ათვისების უნარი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება - მონაცემთა მართვის მიმართულებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

