სტაჟირება - ქოლორისტის მიმართულებით
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად,თეგეტა მოტორსის გუნდში გვაქვს სტაჟირება- ქოლორისტის მიმართულებით.
სტაჟრების ფარგლებში შეისწავლი და ჩაერთვები:
- ავტომობილის ფერის იდენტიფიცირების პროცესში;
- საღებავების სწორად შერჩევისა და შეზავების პროცესში;
- საჭირო ფერის მიღების ტექნოლოგიებსა და სტანდარტებს;
- საღებავების ხარჯვის აღრიცხვასა და კონტროლში;
- საღებავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებაში;
- ფერების შეზავების არსებული სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების დაცვაში;
- სამღებრო სამუშაოების პროცესში ტექნიკური გუნდისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებასა და მიწოდებაში;
- სამუშაო დროის სწორად დაგეგმვასა და დავალებების დადგენილ ვადებში შესრულებაში;
- სამღებრო-სათუნუქე გუნდთან კოორდინირებულ მუშაობას;
- მიმდინარე სამუშაოების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
- სამუშაო გარემოს სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფას;
- ახალი ტექნიკური ინფორმაციის, თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების მუდმივ შესწავლას;
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტრენინგებსა და სასერტიფიკატო კურსებში მონაწილეობას;
- კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკისა და დადგენილი პროცედურების დაცვას.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- ავტომობილების სფეროსა და სამღებრო მიმართულების მიმართ ინტერესი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- სიზუსტე და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაჟირება - ქოლორისტის მიმართულებით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

