სტაჟირება იურიდიული მიმართულებით
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 1 დეკ
სრული აღწერა
შპს "იურიდიული ფირმა ენელჯი" (NLG LAW FIRM) უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებისათვის აცხადებს სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- უპირატესობა მიენიჭებათ მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალებისადმი;
- პრიორიტეტებისა და დროის სწორად განაწილების უნარი;
- საქმის შესწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 1 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@newlegal.ge გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
